თეგებით ძიება

ბედოვლათი კაცი მყავს - რას ამბობს გია სურამელაშვილი?

მომღერალი, გია სურამელაშვილი აცხადებს, რომ მეორედ ოჯახის შექმნაზე არ უფიქრია.

„ბევრი წელი გავიდა... ძალიან ზენიტში რომ ვიყავი და ვიყავი სერიოზული ვარსკვლავი, მაშინ როგორც მეუღლემ ვერ გამიგო. ვფიქრობ კიდეც, რომ ეს შეიძლება არ გაგეგო. იმიტომ, რომ ისეთი ამბავი ხდებოდა... კადრები რომ არ არსებობდეს, ვერავინ დაიჯერებდა. 

არც ერთ ცოლს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე დიდი იყო 8 წლით, არ მოეწონებოდა. არასდროს მიფიქრია მეორედ ოჯახის შექმნაზე, ძალიან ბედნიერი ვარ. ბედოვლათი კაცი მყავს. მამა ვიყავი ძალიან კარგი, კარგი ბაბუა არ ვარ. ბავშვი საზღვარგარეთ ცხოვრობს... ნუგოს წითელა რომ ჰქონდა, რუსთავში კონცერტი მოვხსენი. ხალხმა გამიგო, ბილეთი არავის დაუბრუნებია. ის ჩემთვის იყო და არის ყველაფერი", - თქვა მომღერალმა „ღამის პრაიმ ტაიმში“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა