თეგებით ძიება
27. 06. 2023 მსოფლიო

ოკუპანტებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები - რა მდგომარეობაა უკრაინაში?

რუსეთის მიერ კრამატორსკზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 2 ადამიანი დაღუპა, 22 დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.

“ორი სარაკეტო დარტყმა კრამატორსკზე. რუსეთმა გამიზნულად დაარტყა საზოგადოებრივი შეკრების ადგილებს. დაიღუპა 2 ადამიანი. 22 დაჭრილია, მათ შორის 1 ბავშვი… პოლიციელები და მაშველები ადგილზე მუშაობენ”, - წერს კლიმენკო.

მისი თქმით, რუსეთის სარაკეტო დარტყმების შედეგად კვების ობიექტის შენობა და რამდენიმე კერძო სახლი დაზიანდა.

კლიმენკომ აღნიშნა, რომ მუშაობა გრძელდება, ვინაიდან, არსებული ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ შეიძლება ხალხი იმყოფებოდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა