"კარგად ვარ" - რას წერს მიშა მშვილდაძე?
ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თავს კარგად გრძნობს.
"ბოდიში ყველას ვერ გპასუხობთ, კარგად ვარ, ფეხბურთში რა ხდება მომწერეთ ხოლმე", - წერს მშვილდაძე.
ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე აცხადებს, რომ თავს დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა, რა დროსაც მას ფიზიკურად უცნობი პირი გაუსწორდა.