"რამხელა ტრაგედია...ჩემო პატარა ღიმილიანო ბიჭო !! მტკივა ყველაფერი..." - მოხალისე ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ტრაგიკულად დაღუპულ მოხალისეს, ილია აფციაურს ემშვიდობება.
"საქართველოს წითელი ჯვარი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თიანეთის ფილიალის მოხალისის, ილია აფციაურის, ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ილიას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს.
ილია ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი და აქტიური მოხალისე იყო", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.