თეგებით ძიება
28. 06. 2023 სპორტი

"ძალიან არ მომეწონა, რომ ხვიჩამ ასაკობრივ ნაკრებში არ ითამაშა, ეს ყველაფერი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი

პარტია, "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

მისი თქმით, ხვიჩას მხრიდან ასაკობრივ ნაკრებში თამაშზე უარის თქმა, ამპარტავნებაა.

"ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას გა­და­ფი­ჩი­ნე­ბუ­ლი ქო­მა­გი და მხარ­დამ­ჭე­რი ვარ, მაგ­რამ 21 წლამ­დე­ლებ­ში რომ არ ითა­მა­შა ეგ ძა­ლი­ან არ მო­მე­წო­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში, ნე­ბის­მი­ერ ასა­კობ­რივ ნაკ­რებ­ში თა­მა­ში არის ჩემი აზ­რით უდი­დე­სი პა­ტი­ვი და ამ პა­ტივ­ზე უარი ამ­პარ­ტავ­ნე­ბა მგო­ნია. ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია არ მინ­და გა­ამ­პარ­ტავ­ნდეს", - წერს ელი­საშ­ვი­ლი.

შეგახსენებთ, ჩემ­პი­ო­ნა­ტი ფეხ­ბურთში, რომ­ლის მას­პინ­ძე­ლიც, რუ­მი­ნეთ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოც არის 21 ივ­ნისს გა­იხ­სნა. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბი სწო­რედ მას­პინ­ძლის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ის წყა­ლო­ბით მოხ­ვდა ჩემ­პი­ო­ნატ­ზე

ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში არ თა­მა­შობს მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია. ამის მი­ზე­ზად მან რთუ­ლი სე­ზო­ნი და­ა­სა­ხე­ლა და აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თვე­ლებს შო­რი­დან უგულ­შე­მატ­კივ­რებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა