მგზავრობისას შეუძლია თუ არა კონტროლიორს მგზავრის ავტობუსიდან ჩამოყვანა? - რას ამბობს ადვოკატი? (ვიდეო)
ადვოკათი, ვახტანგ მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და განმარტავს, უბილეთოდ მგზავრობისას შეუძლია თუ არა კონტროლიორს მგზავრის ავტობუსიდან ჩამოყვანა.
შეგახსენებთ, 27 ივნისს სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ თბილისში, კონტროლიორის ფოტო გაავრცელა, რომელსაც პოსტს ურთავდა და აღნიშნავდა, რომ 80 წლის უბილეთო მგზავრს, რომელსაც კათარზისში ეჩქარებოდა და ფული არ ჰქონდა, ჯარიმა დაუწერეს, ფაქტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.