თეგებით ძიება

არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ, შესაძლოა, საქართველო გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის - კახა კალაძე

არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ, შესაძლოა, საქართველო გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ავლისთვის, თუმცა ასეთი ფაქტები არ არსებობს ბუნებაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის საქართველოში ვიზიტს ეხებოდა.

„პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან. თუკი რაიმე ასეთი ფაქტი ეჭვის დონზე იქნება, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა