თეგებით ძიება

"რუსკი მირს იმაზე ღრმადაა აქვს ფესვები ჩვენში გადგმული, ვიდრე გვგონია" - რას წერს მერაბ მეტრეველი ნუცა ბუზალაძის ინცინდენტზე?

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგაზრდა თაობისთვის რუსული სამყარო უცხო არ არის.

"ნუცა ბუზალაძეზე აქმდე არაფერი დამიწერია და არც არასდროს მიმიღია მონაწილეობა ვინმეს კოლექტიურ ჩაქოლვაში და ბულინგში. 

არც ეს პოსტი ეძღვნება კონკრეტულად მას. უბრლაოდ, მისმა ამბავმა უფრო დიდი პრობლემა გამოავლინა:

ჩვენ რომ გვეგონა ახალი თაობოსთვის, ევროპებში და ამერიკებში განავალი თოაბისთვის მაქსსმალურად უცხოა რუსული სამყაროო, სინამდვილეში ასეც არაა საქმე. ჩვენს ბაბლს იქითაც არსებობს საქსრთველ და, როგორც ჩანს, ამ რუსკი მირს იმაზე ღრმადაა აქვს ფესვები ჩვენში გადგმული, ვიდრე გვგონია", - წერს მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია ნუცა ბუზალაძის რუსეთში ჩასვლამ და სიმღერის შესრულებამ. როგორც მოგვიანებით მომღარელმა განმარტა, ის მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე იმღერა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა