თეგებით ძიება

თავდამსხმელმა მითხრა, შენ პატრიარქს როგორ აგინებო - რას ამბობს მიშა მშვილდაძე?

„ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელის, მიშა მშვილდაძის განცხადებით, უცნობი პირი თავს დაესხა და უთხრა პატრიარქს, როგორ აგინებო.

„უცნობი პირი დამესხა თავს კარფურის შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია, თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ, ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი, წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ.

შესასვლელში კამერა არის, ვხედავ. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები… ალბათ გაიქცნენ იმიტომ, რომ მერე დაცვა მოვიდა, დაახლოებით 15-20 წამი გრძელდებოდა ეს, სანამ ცდილობდა, რომ ერტყა. შეძახილი რაც გავიგონე, ყურსასმენი რომ მოვიხსენი, ახსენა პატრიარქი, „შენ პატრიარქს როგორ აგინებ“ თუ რაღაც მსგავსი“, – აცხადებს მშვილდაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა