თეგებით ძიება
28. 06. 2023 სპორტი

ბევრს არ წარმოედგინა, რომ პირველ ადგილზე გავიდოდით, მაგრამ საკუთარ თავში ძალა ვიპოვეთ - ზურიკო დავითაშვილი

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში ნიდერლანდების ნაკრებთან მატჩის შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, რამაზ სვანაძესთან ერთად "დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული, ზურიკო დავითაშვილი იმყოფებოდა, რომლის გოლითაც ჩვენი გუნდი მეოთხედფინალში გავიდა.

"ურთულეს ჯგუფში ვიყავით და ბევრს არ წარმოედგინა, რომ პირველ ადგილზე გავიდოდით. რთული იყო პირველი ტაიმი, მაგრამ საკუთარ თავში ვიპოვეთ ძალა, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია.

ახლა მეოთხედფინალში ვართ და ჩვენი მთელი ფიქრები ამ შეხვედრაზეა. შევეცდებით, რომ ისე ვითამაშოთ, გულშემატკივარი ისევ გავახაროთ. ჩვენი მიზანი გამარჯვება და ნახევარფინალში გასვლაა.

ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის განსხვავება? როდესაც ასეთ ტურნირია, არაფრით განსხვავდება და გოლს ისევე აღვნიშნავ, როგორც ეროვნულში. მე ამ თაობასთან ვთამაშობდი და ეს გუნდი ჩემთვის ოჯახია“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა