თეგებით ძიება

კახეთში შვილმა დედა მოკლა

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში შვილმა დედა მოკლა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რის შემდეგაც, შვილმა დედას სასიკვდილო ჭრილობები მუცლის არეში, ცივი იარაღით მიაყენა.

მეზობლები ამტკიცებენ, რომ ქალს, რომელმაც, სავარაუდოდ, დედა მოკლა, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

დანაშაულის კონკრეტულ მოტივზე ინფორმაციას ჯერჯერობით არავინ ფლობს.

სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა