ნიკა გვარამიამ ეგრევე შეცდომა დაუშვა, „Go Go ჟენიათი” დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება - ირაკლი კობახიძე
ნიკა გვარამიამ ეგრევე შეცდომა დაუშვა, „Go Go ჟენიათი” დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება, აქედან გამომდინარე ჩანს, რომ გვარამიას პოლიტიკური წარმატების არავითარი რესურსი არ აქვს, რა თქმა უნდა, ვერაფერს შემატებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის რეიტინგი თანდათანობით იკლებს.
„ნაცმოძრაობის“ რეიტინგი წინა არჩევნებზე თუ 30%-ზე მეტი იყო, ახლა მათ 20%-ზე ნაკლები აქვთ. რაც შეეხება სხვა პარტიებს, არც ერთს არ აქვს 5%-იანი ბარიერის გადალახვის რესურსი, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, არამხოლოდ შევინარჩუნოთ დღეს არსებული მდგომარეობა, არამედ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ საზოგადოების მხარდაჭერა იმ კურსის მიმართ, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს აღებული.
რაც შეეხება კონკრეტულ პერსონებს, რა თქმა უნდა, მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე არსებითი ცვლილება შეიტანონ პოლიტიკურ პროცესებში. ვნახეთ, რომ გვარამია გამოვიდა ციხიდან, ნეტავ რამდენიმე დღით გვიან გამოსულიყო, ეგრევე შეცდომა დაუშვა Go Go ჟენიათი დაიწყო საკუთარი პოლიტიკური კარიერის განახლება, აქედან გამომდინარე ჩანს, რომ გვარამიას პოლიტიკური წარმატების არავითარი რესურსი არ აქვს, რა თქმა უნდა, ვერაფერს შემატებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“,- აღნიშნა კობახიძემ.