საგარეჯოში დედის მკვლელობაში ბრალდებული ქალი პოლიციამ დააკავა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში დედის მკვლელობისთვის ბრალდებული 45 წლის ქალი პოლიციამ დააკავა.
არსებული ინფორმაციით, მსხვერპლს სხეულის არეში არაერთი ჭრილობა აღენიშნება.
ადგილობრივების თქმით, მომხდარს წინ დედა-შვილის ჩხუბი უძღოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ვადით 16-იდან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.