თეგებით ძიება

ვინ არის ქალი, რომელმაც დედა დანით მოკლა?

ცნობილია, 45 წლის ქალის ვინაობა, რომელმაც საკუთარ დედას ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და დანაშაულის იარაღი დამალა. შემზარავი ფაქტი საგარეჯოს სოფელ გიორგიწმინდაში მოხდა.

ბრალდებული ქალი, თამილა იორამაშვილია, ხოლო მისი დედა 75 წლის ეთერ ქურხული.

გავცრელებული ინფორმაციით, დაჭრილი ეთერ ქურხულის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა, მეზობლებმა დღის 12 საათზე გაიგეს. პოლიცია შემთხვევის ადგილზე სწორედ მათ გამოიძახეს. მანამდე კი დასახმარებლად სოფლის ექიმს მიმართეს, თუმცა დაჭრილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საკუთარი დედის განზრახ მკვლელობისთვის ცხელ კვალზე დააკავეს თამილა იორამაშვილი.

“კურიერის” ცნობით, შვილმა მშობელი სამზარეულოში მოკლა. ამ დროს დედა-შვილი სახლში მარტო იყვნენ.  ახლობლების ვერსიით მომხდარი დაკავებულის ფსიქიკურ პრობლემებს უკავშირდება, მეზობლები ჰყვებიან, რომ დედა-შვილის ჩხუბი ხმაც არაერთხელ გაუგიათ.

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა