ვლადიმერ პუტინი დაღესტანში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაღესტანში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინთან ერთად დაღესტანში იმყოფებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი იური ჩაიკა, დაღესტნის რესპუბლიკის მეთაური სერგეი მელიკოვი და რუსეთის პარლამენტის სენატის წევრი დაღესტნის რესპუბლიკიდან სულეიმან კერიმოვი.