თეგებით ძიება

„ლამის გული გამიჩერდა ბედნიერებისა და სიხარულისგან... მინდოდა ჩავხუტებოდი და მეკოცნა“ - რა მოხდა ერთ-ერთ რესტორანში?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინო გერმესაშვილი ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ამბავზე წერს.

„ერთ-ერთ რესტორანში ვარ ქალაქგარეთ, ვერანდაზე გამოვედი თავის გასანიავებლად. 14-15 წლის ბიჭები არიან, ღვინოს წრუპავენ, არც ერთი არ ეწევა.  ერთი კითხულობს რომელ საათზე დავიშალოთო და მეორე პასუხობს, ალბათ, 12-ზე, დილას ყველა სამსახურში ვართ წასასვლელიო. ერთ-ერთი ამბობს მე ჯერ ჩემი და უნდა გავაღვიძო, ვაჭამო, ვაბანავო, მერე  გავიყვანო ბებიასთან და დავტოვო, დედა ჩემზე ადრე გადის სამსახურში და მეცოდებაო. ყველაზე მაღალი და გრძელთმიანი ბიჭი ტელეფონში აჩვენებს დანარჩენებს სურათებს  დედაჩემს მინდა ვუყიდო ფრანკო ფონტანას ბეჭედი და რომელი ჯობიაო. ერთი ეუბნება, რა ვიცი, მე ბეჭდებში ვერ ვერკვევი და ჩემს დას თურქეთის სამდღიანი საგზური ვაჩუქე, მეტი ვერ გავქაჩეო.

-14-15 წლის ბიჭები,

-გრძელთმიანები, 

-მუშაობენ

-9-ზე სამსახურში უნდა იყვნენ

-პატარა დას უვლიან

-დებს და დედებს  საჩუქრებს ჩუქნიან და ერთმანეთს სიყვარულში და კაცობაში ეჯიბრებიან. 

ლამის გული გამიჩერდა ბედნიერებისა და სიხარულისგან. ჩემი თაობის ბიჭები გამახსენდა რითი ბლატაობდნენ, ვის ვინ ყავდა ნაცემი და დაჭრილი, ვის მამას მეტი ფული ქონდა, ვინ ვის აჩმორებდა, ვინ ვის სად არეკინებდა და ვის ვისთან მიესვლებოდა. 

მიყვარს ეს სწორი ბავშვები. 14 წლის ბიჭმა დას თურქეთის სამდღიანი საგზური აჩუქა და მეტი ვერ გავქაჩეო წუწუნებდა. ღმერთო, როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი და მეკოცნა.  

ასე რომ ჩემო ძვირფასო თაობავ, დროზე დაასუფთავეთ თქვენი ნაგავი, ეს ოქროს ბავშვები ჩვენს ნაგავში ცხოვრებას არ იმსახურებენ“, - წერს გერმესაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა