ეს სამსახური ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო აღმოჩნდა - 66 წლის ქალი მაშველი გახდა
66 წლის ოჰაიოელმა ქალმა გადაწყვიტა, რომ სამაშველო სამსახურში დაეწყო მუშაობა. გეილ როჯერსი ახალგაზრდობისას მაშველი იყო და ახლაც აინტერესებდა ამ სფეროში დასაქმებას კვლავ თუ შეძლებდა.
„60-იან წლებშიც ვიყავი მაშველი და ვიფიქრე, იქნებ ისევ შემეძლო ამ პროფესიით მუშაობა", - თქვა ქალმა Good Morning America-სთან.
ქალმა ერთი წლით ადრე ფიზიკურ მომზადებაში გამოცდა ჩააბარა და შემდეგ ყველა საჭირო გაკვეთილი გაიარა, რათა სერტიფიცირებული მაშველი გამხდარიყო.
როჯერსი 2 შვილის დედაა და 3 შვილიშვილი ჰყავს.
წყარო: nypost