თეგებით ძიება

დაკავებულია რამდენიმე პირი - რა ხდება ფონიჭალაში?

საქართველოს რამდენიმე რეგიონში, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაციები მიმდინარეობს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის, სანდრო გულუას ინფორმაციით, ფონიჭალაში რამდენიმე პირი დააკავეს.

"ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციებზე - გორში, ქუთაისში, დედაქალაქში მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებები. საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა/შენახვა/გასაღების ფაქტებს.

კონკრეტულად ამ ლოკაციაზე, ფონიჭალაში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამ ეტაპზე, დაკავებულია რამდენიმე პირი. კონკრეტულ დეტალებს, თუ ვინ არის დაკავებული და ა.შ. მოგახსენებთ მოგვიანებით," - აცხადებს სანდრო გულუა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა