თეგებით ძიება
29. 06. 2023 მსოფლიო

5 წლის ბიჭმა 40 ცალი საღეჭი რეზინი გადაყლაპა - როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

5 წლის ბიჭმა საღეჭი რეზინი გადაყლაპა, მუცლიდან კი უზარმაზარი უცხო სხეული ამოუღეს.

ოჰაიოს ექიმების განცხადებით, ბიჭმა საღეჭი რეზინი ოდნავ დაღეჭა და სათითაოდ ჩაყლაპა.

ბავშვს დიარეა და მუცლის ძლიერი ტკივილი დაეწყო. ტემპერატურა არ მომატებია და მეორე დილით, ამდენი საღეჭი რეზინის გადაყლაპვის შემდეგ, ბავშვმა ისაუზმა. მომხდარის შესახებ დედას მოგვიანებით მოუყვა. საავადმყოფოში ბიჭი გამოიკვლიეს, რენტგენი და კომპიუტერული ტომოგრაფია გაუკეთეს.

„ბავშვი თავს კარგად გრძნობდა, თუმცა პალპაციით მუცლის არეში ტკივილს უჩიოდა“, - ნათქვამია ექიმების დასკვნაში.

ექიმებმა ბიჭს მუცელში არსებული საღეჭი რეზინის ბეზოარი რამდენიმე ნაწილად ამოუიღეს - პირის ღრუში, ეზოფაგოსკოპის მრავალჯერადი გამოყენებით.

„ეს ყველაზე უსაფრთხო ვარიანტად მივიჩნიეთ, შეუძლებელი იქნებოდა საღეჭი რეზინის მასის კუჭში დაშლა. ბეზოარი მეზობელ ორგანოებს საფრთხეს არ უქმნიდა, ამიტომ ქირურგიულ ჩარევაზე უარი ვთქვით. ენდოსკოპიურ მკურნალობას რომ შედეგი არ გამოეღო, ლაპაროსკოპიას გავაკეთებდით, ანუ ოპერაციას მცირე განაკვეთებით“, - აცხადებენ ექიმები.

საბედნიეროდ, ექიმებმა ბავშვის კუჭიდან რეზინის ბეზოარის ამოღება შეძლეს. ერთადერთი გვერდითი მოვლენა ის იყო, რომ ენდოსკოპისტების მანიპულაციების შემდეგ ბიჭი ყელის ტკივილს უჩიოდა: საყლაპავი მრავლობითი მანიპულაციით დაზიანდა. მაგრამ საბოლოოდ, ბიჭუნა საავადმყოფოდან ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების გარეშე გაწერეს.

რა არის ბეზოარი და რატომ არის საშიში?

ბეზოარი არის უცხო სხეული, რომელიც კუჭში გარკვეული საკვებისა და ნივთიერების მოუნელებლობისას წარმოიქმნება.

დროთა განმავლობაში ბეზოარი შეიძლება ბოჭკოების და საკვების ნარჩენების ხარჯზე გაიზარდოს და საბოლოოდ მიაღწიოს ისეთ ზომას, რომ ნორმალურ მონელებას შეუშალოს ხელი, გამოიწვიოს წყლულები, ნაეთქები, სისხლდენა, პერიტონიტი და სეფსისი.

და თუ ის სასწაულებრივად "ჩამოცურდება" კუჭიდან, შორს მაინც ვერ წავა და ნაწლავის გაუვალობას გამოიწვევს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა