"ამ ბიჭებმა, 12 და 17 წლის მოზარდების სიცოცხლე გადაარჩინეს" - რა ფოტო ვრცელდება სოცქსელში?
სენაკის მერი, ვახტანგ გადელია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს.
„მინდა დღევანდელი დღის გმირები გაგაცნოთ, ჩვენი მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის მკვიდრნი: გიორგი, ზურაბ და გოგიტა ბარკალაიები, ვლადიმერ პირტახია, ჯონი გეგია, რატი ხაჟომია კი - მარტვილის მუნიციპალიტეტიდან.
დღეს, ამ ბიჭებმა, 12 და 17 წლის მოზარდების სიცოცხლე გადაარჩინეს.
12 წლის მოზარდი მდინარის დინებამ გაიტაცა. საშველად, მდინარეში, 17 წლის მოზარდმა შეცურა. ორივენი სასწაულებრივად გადარჩნენ ჩვენი გმირი ბიჭების წყალობით. მათ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მოზარდები დახრჩობას გადაარჩინეს.
დღევანდელი დღის გმირებს, მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო გულითადი მადლობა!“. წერს ვახტანგ გადელია.