თეგებით ძიება

მიშა მშვილდაძეს გადაეცით, რამე არ შეეშალოს - ალუდა ღუდუშაური

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი, ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­ი ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელზე, მიშა მშვილ­და­ძე­ზე თავ­დას­ხმის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, მშვილ­და­ძე „ქვეყ­ნის ღირ­სე­ბას ლან­ძღავს უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით“, ამი­ტომ რის­კე­ბი უნდა გა­ზო­მოს.

„რა თქმა უნდა ყო­ველ­გვა­რი ძა­ლა­დო­ბა არის მი­უ­ღე­ბე­ლი, ხაზს ვუს­ვამ - ყო­ველ­გვა­რი და ამა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა მათ შო­რის, მაგ ცრუ­პენ­ტე­ლას გან­ცხა­დე­ბე­ბი, როცა თა­ვის ტე­ლე­ვი­ზი­ას იყე­ნებს იმის­თვის, რომ ხალ­ხზე იძა­ლა­დოს. ნუ და­ა­ვი­წყდე­ბა, რომ ესეც ძა­ლა­დო­ბაა, როცა უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით ლან­ძღავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ღირ­სე­ბას და ეხე­ბა მას, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს რის­კე­ბი მან უნდა გა­ზო­მოს. ჩვენ­თვის ძა­ლა­დო­ბა არის მი­უ­ღე­ბე­ლი, მაგ­რამ ყო­ველ­გვა­რი ძა­ლა­დო­ბა და როცა იმუქ­რე­ბა, რომ თურ­მე სას­წა­უ­ლებს ჩა­ი­დენს და გა­აღ­რმა­ვებს უფრო ამ ლან­ძღვა გი­ნე­ბას, მიშა მშვილ­და­ძეს გა­და­ე­ცით, რომ ცოტა ფო­კუ­სი გა­ას­წო­როს და რამე არ შე­ე­შა­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა