თეგებით ძიება

„პარლამენტმა ფაქტობრივად გააუქმა აჭარის ტელევიზიის ფორმალური დამოუკიდებლობაც კი“ - რომან გოცირიძე

დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში განხირციელებულ ცვლილებებს და წერს.

„პარლამენტმა ფაქტობრივად გააუქმა აჭარის ტელევიზიის ფორმალური დამოუკიდებლობაც კი. მაუწყებლის დირექტორს უკვე ვერ დანიშნავს აჭარის ტელევიზიის სანეთვალყურეო საბჭო, რადგან იგი უქმდება და უერთდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს. ეს უკანასკნელი დაუნიშნავს დირექტორს, დაუმტკუცებს ბიუჯეტს და განუსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას. 

პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები ემსახურება სხვადასხვა სფეროებში კლანის ფორმირებას. ეს გადაწყვეტილება მედიაკლანის გაძლიერებას ემსახურება“, - წერს გოცირიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა