„რა გვასწავლა ნუცა ბუზალაძის ქეისმა?“ - რას წერს ლაშა ნაცვლიშვილი?
"postv"-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება მომღერალ, ნუცა ბუზალაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
„რა გვასწავლა ნუცა ბუზალაძის ქეისმა?
ის, რომ ქენსელი გამოიწვია ან, როგორც მინიმუმ, წაახალისა მისმა ბოდიშმა. უნდა გვახსოვდეს, რომ ე.წ. "ქენსელ ქალჩარის" ორგანიზატორებს, შინ თუ გარეთ, მტაცებლური ინსტიქტები ამოძრავებთ - თავს დაუხრი, ენას მოუჩლექ და შეგჭამენ.
სწორედ ამით ჰგვანან ისინი კრიმინალებს.
ქურდული ეპოსის თანახმად, უხსოვარ დროში, ქურდულ გარჩევაზე, სომეხმა ქურდმა, მეტსახელად - "სვომ", აცდუნა არსენა მიქელაძე, ბოდიში მოიხადე და ჩავფარცხოთ კონფლიქტიო.
- Простите, воры, - მიმართა თურმე "სხოდკას" არსენამ;
- Я тебя не прощаю, а в рот @@@, какой ты вор, прощение просишь! - დაურტყა პენალტი "სვომ" და არაქურდად დატოვა.
ბევრი დრო და ძალისხმევა დასჭირდა არსენას სახელის დასაბრუნებლად, არადა, მის მიმართ პრეტენზია, ნუცასი არ იყოს, სასაცილომდე უბრალო იყო - "ოპერთან" მარტო რატომ დადიოდი ზონაში, ცოცხალი კაცი უნდა გეტარებინა იმის დასტურად, რომ სუფთა ხარ და არ თანამშრომლობდიო, - აკადრეს, იმ სამყაროს განზომილებით, ფილარმონია კაცს“, - წერს ნაცვლიშვილი.