"კიდევ ერთხელ ვითამაშებთ მხარდაჭერისთვის, მშვიდობისთვის, ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის" - შოთა არველაძე
ყოფილი ფეხბირთელი, შოთა არველაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 5 აგვისტოს ლონდონში, უკრაინის მხარდასაჭერ მატჩში ითამაშებს.
"მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო საფეხბურთო მატჩში, რომელიც უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ოლეკსანდრ ზინჩენკოსა და ლეგენდარული ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს ორგანიზებით, ლონდონში გაიმართება.
მსოფლიო ფეხბურთის მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებთან ერთად, 5 აგვისტოს, კიდევ ერთხელ ვითამაშებთ მხარდაჭერისთვის, მშვიდობისთვის, ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის. უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ყველა ეტაპზე, და განსაკუთრებით ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩში მონაწილეობას 20-ზე მეტი ქვეყნის და ეროვნული ნაკრების წარმომადგენელი მიიღებს. შევხვდებით სტემფორდ ბრიჯზე!", - წერს შოთა არველაძე.