რუსებმა ხერსონი ისევ დაბომბეს - დაიღუპა 2 ადამიანი
ხერსონში რუსების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 2 მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.
პროკუდინის ინფორმაციით, დაბომბვა დღეს, 29 ივნისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.
"რუსეთის ჯარებმა კიდევ ერთხელ გაუხსნეს ცეცხლი ქალაქ ხერსონის საცხოვრებელ კვარტლებს. დაიბომბა საცხოვრებელი შენობები, სამედიცინო დაწესებულებები და ქალაქის სკოლა", - წერს პროკუდინი Telegram-ზე.