"ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა, პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მომანიჭა" - რას წერს ნიკა გვარამია?
"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა.
"დაბადების დღეზე ასეთი საჩუქარი არასდროს მიმიღია:
CPJ (ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა) პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო (International Press Freedom Award) მომანიჭა, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოში მხოლოდ 4 ჟურნალისტს გადაეცემა და წელს ამ ჯილდოს ისტორიაში პირველად მიენიჭა ქართველს.
ძალიან მიხარია, რაღა დაგიმალოთ", - წერს გვარამია.