მაიკ პენსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი კიევში ჩავიდა.ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის პრეზიდენტს ზელენსკის კიევის საპრეზიდენტო სასახლეში შეხვდა და მხარდაჭერა გამოხატა.
კიევის გარდა, პენსი იმყოფებოდა რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ კიევის ოლქის ქალაქებში - ბუჩაში, ირპინსა და მოსჩუნიში. შეხვდა მოსახლეობასაც.