თეგებით ძიება

„ისეთი ხელშესახებია ეს ტრაგედია, რომ ცუდად მხდის“ - რას წერს ნიკა ჩერქეზიშვილი?

პოეტი, პარტია „ლელოს“ წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„სულ დავდივარ ეს დღეებია, არ ვჩერდები და უკვე იმდენად თვალსაჩინოა ჩვენი გასაჭირი, ისეთი ხელშესახებია ეს ტრაგედია, რომ ცუდად მხდის. 

ხშირად გაგვიგია გამონათქვამი, რომ საქართველო რუსეთის უკანა ეზოა და მსგავსი. 

უკანა ეზო კი არა, მგონი, ჩვენთვის, ქართველებისთვის, წინა ეზოც აღარ არის ჩვენი ქვეყანა. 

საკუთარი სახლის იქით სამშობლოს ვერ ვგრძნობთ, საკუთარი თავისა და ოჯახის იქით, არავინ გვაინტერესებს. 

არაფერი ეტყობა აქაურობას, რომ ჩვენ მას ვპატრონობთ, რომ ვზრუნავთ და ვუფრთხილდებით.

ბოლომდე მიშვებული და მიგდებული გვაქვს სადავე“, - წერს ჩერქეზიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა