მიშა მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.
მშვილდაძე ადვოკატთან ერთად, ცოტა ხნის წინ, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს საბურთალოზე დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდამსხმელი დაკავებულია.