„მიეცით საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლება“ - როგორ გახდე თავდაჯერებული 2 წუთში?
23 წელი მორცხვ ადამიანად ვიცხოვრე, ახლა კი შემიძლია გასწავლოთ, როგორ გახდეთ თავდაჯერებული სულ რაღაც 2 წუთში:
დაიმახსოვრეთ, რომ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავები "მაგარი" ჰგონიათ, ნამდვილად არაფრით განსხვავდებიან თქვენგან. ყველას აქვს საკუთარი პრობლემები, უიმედო მდგომარეობა და ეჭვებიც. შეწყვიტეთ ფიქრი, რომ ისინი თქვენზე უკეთესები არიან.
ფოკუსირდით საკუთარი თავის რეალიზებაზე და არა დამცირებაზე. ნუ იქნებით ზედმეტად თვითკრიტიკული. დაიმახსოვრეთ ყველა კეთილი საქმე, რაც კი გაგიკეთებიათ. შენ მშვენიერი ხარ, უბრალოდ, შეახსენე საკუთარ თავს ეს უფრო ხშირად.
გამოსცადეთ თავი არასასიამოვნო მდგომარეობაში. ეს საუკეთესო საშუალებაა სიმორცხვის დასაძლევად. არასასიამოვნო სიტუაციები მალე კომფორტული გახდება, შემდეგ კი თავდაჯერებული ადამიანი გახდებით.
შეინარჩუნეთ ფორმა და ლამაზად ჩაიცვით. თავდაჯერებულობის უმარტივესი გზაა კარგად გამოიყურებოდეთ. თუ არ მოგწონთ თქვენი გარეგნობა, სოციალურ გარემოში დაიმორცხვებთ.
მიეცით საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლება. რაც არ უნდა ტკბილად ჟღერდეს, "რომი ერთ დღეში არ აშენებულა", შეცდომის დაშვების უფლება მაინც გაქვთ. ასე ვსწავლობთ და ვიზრდებით, როგორც ადამიანები.
ნაკლები დაგეგმეთ, მეტი იმოქმედეთ. გეგმების ზედმეტად დასახვამ შეიძლება გამოიწვიოს არასაჭირო ფიქრი და შფოთვა. სანაცვლოდ, იმოქმედეთ და უფრო თავდაჯერებულიც გახდებით.
გჯეროდეთ საკუთარი თავის. მაშინაც კი, თუ საკუთარი თავის არ გჯერათ, მოატყუეთ თქვენი გონება. ყოველ საღამოს ძილის წინ 10-ჯერ თქვით: "მე ვარ თავდაჯერებული ადამიანი". ეს ფრაზა დაპროგრამდება თქვენს ქვეცნობიერში და ხდებით თავდაჯერებული!
რთულია, მაგრამ გარისკე! თუ თქვენი ოცნება ძალიან მიუწვდომელი და საშიში ჩანს - დაყავით ის პატარა ნაწილებად და მისი განხორციელება აღარ შეგაშინებთ.
წყარო: quora.com