„მადლობა ყველას ასეთი სიყვარულისთვის“ - ნიკოლოზ წულუკიძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გახდა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
„მადლობა ყველას ასეთი სიყვარულისთვის.
თქვენი (ამიერიდან) ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნიკოლოზ წულუკიძე…“,- წერს წულუკიძე.
ნიკოლოზ წულუკიძის სადოქტორო ნამუშევარი „თავისუფალ თეატრს“ და ავთანდილ ვარსიმაშვილის სპექტაკლებს ეხებოდა, რისთვისაც რეჟისორმა მას მადლობა საჯაროდ გადაუხადა.
თავად ნიკოლოზმა უამრავი მილოცვა მიიღო საჯარო სივრცეშიც თუ პირადადაც.