თეგებით ძიება
29. 06. 2023 სპორტი

20 წლამდე ასაკის ბორჯღალოსნებმა არგენტინელებს 20:0 მოუგეს

სამხრეთ აფრიკის ქალაქ სტელენბოშში დასრულდა 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრა არგენტინის და საქართველოს გუნდებს შორის.

„ბორჯღალოსნები" პირველ ტაიმში ლუკა ხორბალაძის და ბასა ხონელიძის ლელოებით და პეტრე ხუციშვილის ზუსტი გარდასახვებით 14:0 დაწინაურდნენ და ტაიმი ამ ანგარიშით მოიგეს.

შეხვედრის მეორე ნახევარში პეტრე ხუციშვილმა ორი საჯარიმო გამოიყენა და ანგარიში 20:0 გახადა. 

ამავე ჯგუფში მასპინძლებმა, რომლებმაც პირველ ტურში „ბორჯღალოსნებს " 33:23 მოუგეს, 26:34 წააგეს იტალიელებთან, რომლებსაც პირველ ტურში არგენტინელებმა 43:15 მოუგეს.

არგენტინა 2 1-0-1 43-35 5

სამხრეთ აფრიკა 2 1-0-1 59-57 5

იტალია 2 1-0-1 49-69 5

საქართველო 2 1-0-1 43-33 4

ჯგუფის ბოლო, გადამწყვეტ  შეხვედრას საქართველო იტალიასთან გამართავს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა