რეზო გაბრიაძე 87 წლის გახდებოდა
ქართველი მწერალი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მხატვარი და მოქანდაკე, რეზო გაბრიაძე 87 წლის გახდებოდა.
რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
რეზო გაბრიაძე იყო არაერთი ცნობილი ქართული ფილმის სცენარის ავტორია. მათ შორისაა „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სერენადა“, „არ დაიდარდო“, „ქვევრი“, „ფეოლა“, „შერეკილები“, „მიმინო“ და სხვა.
ამასთან, რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაცია. მისი მხატვრული ნამუშევრები ევროპისა და აშშ-ის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული.
გაბრიაძემ 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა. საქართველოს საზღვრებს გასცდა და საერთაშორისო ფესტივალებზე წარმოადგინეს არაერთი სპექტაკლი, მათ შორის „ალფრედი და ვიოლეტა”, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტები”, „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა” და სხვ.