მილიარდერმა იგორ მაკაროვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა
ენერგოკომპანია „არეტის“ მფლობლემა, მილიარდერმა იგორ მაკაროვმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია RBC იუწყება.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში იგორ მაკაროვი ახლა კვიპროსელ მილიარდერად არის მითითებული. მაკაროვი, რომლის ქონება 2,2 მილიარდ აშშ-ის დოლარს უტოლდება, მეხუთე ადგილზეა ყველაზე მდიდარ კვიპროსელებს შორის და 1368-ე - გლობალურ რეიტინგში.
მაკაროვის გარდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე ექვსმა უმდიდრესმა ადამიანმა თქვა. მათ შორის არიან საინვესტიციო კომპანიის Troika Dialog-ის ყოფილი მფლობელი რუბენ ვარდანიანი, სტარტაპ Revolut fintech-ის დამფუძნებელი ნიკოლაი სიდონსკი და Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვი.