სტიქია ახალციხეში - ძლიერი წვიმის გამო 20-მდე ოჯახი დაიტბორა
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყრუთში, ძლიერი წვიმის გამო, 20-მდე ოჯახი დაიტბორა.
მოვარდნილმა წყალმა სოფლის გზა ჩაკეტა და გარეთ მყოფი ადამიანები სახლებში შესვლას ვეღარ ახერხებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე საათია სოფლის მოსახლეობა წყლის დონის კლებას ელოდება, რათა სახლებში შესვლა შეძლონ.