სოხუმში ზღვამ ღორის ლეში გამორიყა
აფხაზეთში, სოხუმის სანაპიროზე ზღვამ ღორის ლეში გამორიყა. ინციდენტი თვითმხილველებმა ვიდეოზე გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
„თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურის ავარიის შედეგი“, - წერს სოჭის No1 ტელეგრამის არხი.
წყარო: „პრაიმტაიმი“