"შეაწუხე პრემიერი!" - ღარიბაშვილის ანგარიშის პარალელურად, ხვალ პარლამენტთან აქცია იგეგმება
"შეაწუხე პრემიერი!" - ამ მოწოდებით ხელისუფლების ოპონენტები აქციისთვის ემზადებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ოპოზიციის მხარდამჭერები ხვალ ხმაურით და შეძახილებით მთავრობის მეთაურს პარლამენტთან დახვდებიან.
როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი ხვალ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგება.