„წაგვიღო წყალმა. ეზოები დატბორილია, შიშის ქვეშ ვართ...“ - რა ვიდეო ვრცელდება ხარაგაულიდან?
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარელისში, ძლიერი ნალექის გამო მდინარე ადიდა და დაიტბორა პირუტყვის სადგომები და ეზოები. ვიდეო სტიქიის ზონიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ასეთი სიტუაციაა ამ წამს მარელისში. წაგვიღო წყალმა. პირუტყვის სადგომის წინ ჩამოდის მდინარე და მოაქვს დიდი ხეები. პირუტყვის სადგომში პირუტყვის გაჩერება შეუძლებელია. ეზოები დატბორილია. შიშის ქვეშ ვიმყოფებით. გზებზე გადაადგილება შეუძლებელია. ეზოში ყველა კუთხიდან შემოდის ტალახიანი და ქვიანი წყალი. ვითხოვთ დახმარებას, რადგან გზები ჩაკეტილია და ესე თუ გაგრძელდა, შესაძლოა, დიდი ზარალი მოჰყვეს“, - წერია ვიდეოს აღწერაში.