თბილისში წყალი 24 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
,,30 ივნისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, კრწანისის II შეს. N37-თან, წყალსადენის ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 30 ივნისს 10:00 საათიდან 1 ივლისის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
კრწანისის N47-85(კენტი), N56-98 (ლუწი), კრწანისის II შესახვევს, კრწანისის III გასავალს, ა.ჯაფარიძის, გ.ვოლსკის, ორთაჭალის N77-135 ,(კენტი), N60-134(ლუწი), წინანაურის, ნადიკვარის III ქუჩებს", - აღნიშნულია განცხადებაში.