თეგებით ძიება

ნიკა გვარამია პოლიტიკაში მიდის? - რას აცხადებს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი?

"მთა­ვა­რი არ­ხის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­და­ცე­მა­ში "ღა­მის მთა­ვა­რი“ გა­ნა­ცხა­და, რომ ამ ეტაპზე დადასტურებულად ვერ იტყვის წავა თუ არა პოლიტიკაში, მაგრამ აღ­ნიშ­ნა, რომ ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში იმას გა­ა­კე­თებს, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­საც­ვლე­ლად უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

"ის, რაც მე გა­რეთ ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ში­ნებს ამ ყვე­ლა­ფერ­ში, რაც ჩემ­თვის რთუ­ლია, არის მო­ლო­დი­ნე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ამოჩ­ნდა. ჯერ მო­მი­წევს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რა არის ეს მო­ლო­დი­ნე­ბი და რამ­დე­ნად რე­ა­ლის­ტუ­რია, მე არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა ეს მო­ლო­დი­ნი რე­ა­ლის­ტუ­რია. არ მაქვს არა­ნა­ი­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, არ ვი­ტყვი ახლა ამ ეთერ­ში, რომ პო­ლი­ტი­კა­ში არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ წა­ვალ, მაგ­რამ ვერც სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ვერ ვი­ტყვი. ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში იმას გა­ვა­კე­თებ, რაც უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ჩემი და შემ­დეგ, სხვე­ბის აზ­რი­თაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­საც­ვლე­ლად უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის 2024 წელს შეც­ვლას ვუ­ყუ­რებ, რო­გორც ამ ქვეყ­ნის­თვის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კითხს. მგო­ნია, რომ ჩვენ 2024 წელს მივ­დი­ვართ ევ­რო­პა­ში დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით ან მძი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სწორ მხა­რეს მიღ­მა და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ. ამ დრო­ის­თვის უკ­რა­ი­ნის ომი შე­საძ­ლოა, ბო­ლომ­დე დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ იყოს, მაგ­რამ მთა­ვა­რი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი მიღ­წე­უ­ლი იქ­ნე­ბა. ამა­ში ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა