თეგებით ძიება

მატარებლების მოძრაობა აღდგა - „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს

ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„უამინდობის გამო, შესაძლოა, შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც. დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ წიფას მოლითის გადასარბენზე იგივე მდგომარეობა იყო. ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.

კომპანიის თანამშრომლები სრულად მობილიზებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, დასავლეთში ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა ლიანდაგები, ჩამოიშალა ნიადაგი, რის გამოც, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები რამდენიმე საათით გაჩერდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა