თეგებით ძიება

„ახლა მემუქრება სიცოცხლის მოსპობით, მედავება ქორწინებამდე შეძენილ ქონებას, შვილს წაგართმევო...“ - რა წერილს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი?

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ასაჯაროვებს წერილს, რომელიც მას ძალადობის მსხევრპლმა ქალმა მიწერა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვს.

„მოგესალმებით, ქალბატონო ნანუკა. ჩემი სახელია სალომე ორჟონია. მყავდა ირანელი მეუღლე, რომელიც 10 წლის მანძილზე ძალადობდა ჩემზე და ბავშვზე. 

ვცხოვრობდით შვედეთში, სადაც 3 საქმეა სოციალურ სამსახურში. სირცხვილის გამო არ ვეყრებოდი, არც ვიყავით ოფიციალურ ქორწინებაში 2020 წლამდე. როცა საქართველოში დავბრუნდით, მითხრა რომ 300 000 ლარის ქონება სჭირდება ბინადრობის მისაღებად და ჩემი ნამუშევრით ნაყიდი ქომების ჩუქება მომთხოვა. მე ვთხოვე ჯერ ხელი მოგვეწერა, რათა დაზღვეული ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც დამიყოლია. მხოლოდ შემდეგ მომიწერა ხელი. 

ამ წლის მაისში ჩემს სახელზე რიცხული უკანასკნელი ქონების გაყიდვა მოინდომა, რაზეც უარი განვუცხადე და ისევ დამარტყა. ვუჩივლე ზუგდიდის სამმართველოში. თავიდან ადამიანური პოზიცია დავიჭირე, რადგან საერთო შვილი გვყავს და გირაოთი გამოუშვეს. 

ახლა მემუქრება სიცოცხლის მოსპობით, მედავება ქორწინებამდე შეძენილ ქონებას, შვილს წაგართმევო. მე და ბავშვი სრულიად უსახსროდ დაგვტოვა, არა და ქონება ქორწინებაში შევიძინეთ. მეძუძურ ბავშვთან ერთად 16-18 საათი ვმუშაობდი, რომ რაღაც დამეგროვებინა. 

ადვოკატის აყვანაც კი არ შემიძლია, უსახსრობის გამო.გუშინ 29 ივნისს, მისმა კომპანიის ახალმა დირექტორმა გააუქმა ჩემი და ჩემი მშიბლების კორპორატიული ნომრები და აიღო ახალი სიმბარათები. ღამით მამაჩემი თამაზ ორჟონია დააკავეს,  მაშინ როცა ძალადობის მტკიცებულებები მქონდა და ჩემი მეუღლე გამოუშვეს. 

.წელიწადზე მეტია ჩემი მეუღლე არაკანონიერად იმყოფება საქართველოში,რადგან უარი ეთქვა ბინადრობაზე. ყველა ზემო ჩამოთვლილი ფაქტის მიუხედავად მეუღლე არ არის საპატიმროში. იმდენად სასოწარკვეთილი ვარ, არ ვიცი თქვენს გარდა ვის მივმართო. 

ძალიან გთხოვთ,გამოიჩინეთ გულისხმიერება და დამეხმარეთ. თქვენს გარდა სხვა გამოსავალს ნამდვილად ვერ ვხედავ.  წინასწარ გიხდით მადლობას .

სალომე ორჟონია

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia რატომ არ დააკავეთ მოძალადე? ყველა მტკიცებულება ჰქონდა ნაცემ ქალს! ელოდებით როდის მოკლავენ?“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა