თეგებით ძიება

12 წლის ბავშვთან სქესობრივ კავშირში ბრალდებული კაცი დანაშაულს აღიარებს - რა ინფორმაცია ვრცელდება საზარელ დანაშაულზე?

12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ კაცს, ქუთაისში მოსამართლე, ციცინო მოსიძემ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა.

განაჩენის მიხედვით, კაცი თავის სახლში ამყარებდა სქესობრივ კავშირს 12 წლის მოზარდთან. მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც, განაჩენის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლით გამოსაცდელ ვადად.

„დამტკიცდეს პროკურორის გ.ტ.-ს და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება", – წერს განაჩენში მოსამართლე.

განაჩენი მოსამართლემ 2021 წლის 9 აპრილს გამოიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

„სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს“, – ნათქვამია "ბათუმელების" მიერ მოპოვებულ განაჩენში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა