თეგებით ძიება

თბილისიდან 40 კმ-ში რომ რუსული ჯარი დგას, ეს ყველაფერი სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურებაა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში რუსული ჯარი სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა და ის, რომ დღეს თბილისიდან 40 კმ-ში რუსული ჯარი დგას სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურებაა.

"ეს ავანტიურისტული ქმედებები, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა იმ შედეგის დადგომას, რომელიც დადგა. შემიძლია შეგახსენოთ, რა წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რასაც ხელი „ნაცმოძრაობამ“, სააკაშვილმა მოაწერეს. იქ წერია,რომ სწორედ სააკაშვილმა დაიწყო საბრძოლო მოქმედებები. მათ ამას ხელი მოაწერეს. ამ თემაში ღრმად არ შევდივარ, მაგრამ თვითონ სააკაშვილს აქვს ნათქვამი, რომ მან დაიწყო ომი. ასევე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაშინ სააკაშვილმა დაიწყო ომი. პირდაპირ თქვა, არამარტო საქართველომ დაიწყო ომიო, ეს სალომე ზურაბიშვილის მიერ არის ნათქვამი, რაც ძალიან ცუდი ნათქვამი იყო, მაგრამ მან თქვა, ასევე, თქვა, რომ მძინარე ცხინვალს დაესხა თავს ქართული ჯარიო. ეს არის სალომე ზურაბიშვილის ციტატა. ახლა დასკვნას გამოვიტან - თქვენ ეს კითხვები დაუსვით თქვენს პარტნიორებს - სალომე ზურაბიშვილს და „ნაცმოძრაობას“, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ დაიწყეს ომი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, წადით და ჰკითხეთ სალომე ზურაბიშვილს, რას ფიქრობს დღეს. წადით და ჰკითხეთ „ნაცმოძრაობას“ ეთანხმებიან, თუ არა იმ ჩანაწერს, რომლის რეზოლუციაშია ჩადებული“, - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა