ბუზალაძის, კვარაცხელიას, შენგელიას, ტალახაძის წინააღმდეგ სამარცხვინო ვერბალური ძალადობა იყო - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ვერბალური ძალადობის" მსხვერპლები იყვნენ სპორტსმენები ლაშა ტალახაძე, თორნიკე შენგელია, ხვიჩა კვარაცხელია და ბოლო ასეთი მაგალითი იყო მომღერალი ნუცა ბუზალაძე.
მისი თქმით, ამ ადამიანების წინააღმდეგ "მასობრივი ვერბალური ძალადობა" "ნაციონალური მოძრაობის" წვერებმა, "გირჩელებმა" და აქტივისტებმა განახორციელეს.
"პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ვერბალური ძალადობის აქტები ჩვენ გვახსოვს მაგალითად სპორტსმენების მიმართ, ლაშა ტალახაძე იყო პირველი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკოსები, გვარამია და ასე შემდეგ თავს ესხმოდნენ ვერბალური ძალადობის აქტი იყო ეს მერე მიუსიეს სამოქალაქო აქტივისტები, ლაშა ტალახაძეს, რომელიც არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და აბსოლუტური რეკორდსმენი მსოფლიოსი, ყველანაირი მიღწევა რაც კი შეეძლო ჰქონოდა ამ კაცს, ყველაფერს მიაღწია.
ამის შემდეგ იყო თორნიკე შენგელია, რომლის მიმართაც განხორციელდა მასობრივი ვერბალური ძალადობა, როდესაც ის გადავიდა ერთ-ერთ რუსულ კლუბში სათამაშოდ. სამარცხვინო ვერბალური ძალადობა განხორციელდა მასზე.
შემდეგი იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც განხორციელდა ვერბალური ძალადობა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ როცა "რუბინში" ატარებდა ბოლო თამაშს, მას ანდეს კაპიტნის სამკაული. მთელი ეს ნაცები, გირჩელები და ასე შემდეგ იყვნენ ჩართულები ამ ვერბალური ძალადობის კამპანიაში.
ბოლო შემთხვევა იყო ნუცა ბუზალაძე, რომელზეც ასევე განხორციელდა ვერბალური ძალადობა, აბსოლუტურად სამარცხვინო და ვინ აკეთებს ამას, ისევ ეს ნაცები, გირჩელები და ასე შემდეგ, სამარცხვინო ხალხი. ეს არის რა თქმა უნდა, შუღლის გაღვივების მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა, არის აბსოლუტურად სამარცხვინო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ადამიანი საჭიროებს მყისიერ სოლიდარობას", - თქვა კობახიძემ.