ქვებს ისროდნენ, ჟურნალისტურ საქმიანობაში გვიშლიან ხელს, გესხმიან თავს, ბოლო ჟამი აქვს "რუსულ ოცნებას" - ლევან ხაბეიშვილი კასპში ძალადობაზე (ვიდეო)
ენმ-ს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს კასპში მოსახლეობასთან შეხვედრისას, აქტივისტები მიუვარდნენ, დაუზიანეს პირადი ავტომობილი, სცადეს შეხვედრის ჩაშლა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
მისი თქმით, ძალადობენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პარტაქტივის წევრები:
"ქვებს ისროდნენ, ჟურნალისტურ საქმიანობაში გიშლიან ხელს, გესხმიან თავს, ბოლო ჟამი აქვს "რუსულ ოცნებას", აქვს სრული ისტერიკა და ზონდერები კი არიან, სუს-ის ნასედკები ოფიციალური, რომლებიც არიან საკრებულოს სიაში. საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები, საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული ხალხია", - ამბობს ხაბეიშვილი.
კასპში ამ წუთებშიც დაძაბული ვითარებაა, მობილიზებულია პოლიციაც.