მიუღებელია ბაღებში და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუდადებული თემა - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ მიუღებელია ბაღებში და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა.
"ჩემთვის მიუღებელია ბაღებში , სკოლებში ეს ლგბტ პროპაგანდა. ღიად გეუბნებით. არ შეიძლება. ევროპაშიც და სამწუხაროდ ამერიკაშიც, საჯაროდაა ინფორმაცია ამის თაობაზე, ბაღებში შევიდა უკვე ეს პროპაგანდა. კატასტროფაა ეს. ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს პროპაგანდა. არ შეიძლება. ეს არის მიუღებელი.
ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუდადებული თემა და ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები პარლამენტშიც, მათ შორის შეიძლება საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს", - ამბობს ღარიბაშვილი.