თეგებით ძიება

ამ გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონი როინ მეტრეველი აკადემიკოსად აუცილებლად შერაცხავს - ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ დღევანდელი სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილს როინ მეტრეველი აკადემიკოსად შერაცხავს.

„საკუთარ თავს გადააჭარბა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ერთი დამაზუსტებელი კითხვა მაქვს, როდესაც 7-8 მარტზე საუბრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ამბობს, რომ ყველას საკადრის პასუხს გასცემს. საკადრისი პასუხი გასცა თუ არა ქართველმა ხალხმა, წააღებინა თუ არა მმართველ გუნდს და საქართველოს ხელისუფლებას ის რუსული კანონი, რომლის მიღებასაც ითხოვდნენ? ამიტომ, ძალიან დიდი უტიფრობაა, რასაც საუბრობს“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა