თეგებით ძიება

„თუ ყველაფერი წესრიგშია, სასამართლოებიდან რატომ ჩამხსენით? მაინც დაგამარცხებთ!“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ხელისუფლებას მიმართვას, თუ რატომ არ უშვებენ მასთან ევროკავშირის სამედიცინო მისიას.

“თავხედობასაც აქვს თავისი საზღვარი. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რომ წუხდა, ამაზე მოგვიხადოს ევროპამ ბოდიშიო, კი მაგრამ, თუ ყველაფერი წესრიგშია სასამართლოებიდან რატომ ჩამხსენით? - რათა ხალხმა არ ნახოს რა მდგომარეობამდე მიმიყვანეთ და ასევე ეს არ ნახოს საერთაშორისო თანამეგობრობამ.

და რატომ არ უშვებთ ჩემთან უკვე 4 თვეა ევროკავშირის სამედიცინო მისიას სხვადასხვა მოგონილი მიზეზით, არ უშვებთ არცერთ ქართველ და უცხოელ დეპუტატს.

ასეთი უტიფარი ხალხი მგონი, მათ სათაყვანებელ რუსეთშიც აღარ დარჩა.

მაინც დაგამარცხებთ!“, - წერს სააკაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა