თეგებით ძიება
30. 06. 2023 მსოფლიო

პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს

პოლონეთს საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსება სურს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ისაუბრა.

“საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია ჩვენს ამერიკელ და ალიანსის წევრ პარტნიორებზე. ჩვენ ვაცხადებთ მზადყოფნას ამ საკითხის სწრაფად გადაჭრის შესახებ”, – თქვა მორავიეცკიმ.

პოლონეთის პრემირის თქმით, ოფიციალურ ვარშავას “არ სურს გულხელდაკრეფილი იჯდეს, როდესაც პუტინი სხვადასხვა სახის საფრთხეს ქმნის”.

ბირთვული გაცვლა – NATO-ს ბირთვული პროგრამაა, რომელიც ალიანსის წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს მიაწოდონ ბირთვული ქობინები ისეთ წევრ ქვეყნებს, რომლებსაც ბირთვული იარაღი არ აქვს. 2009 წლის ნოემბრიდან პროგრამის ფარგლებში აშშ-მ ბირთვული იარაღი ბელგიაში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდესა და თურქეთში განათავსა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა